skip to content
ახალი ამბები

ცსკო-მ 28 საარჩევნო ოლქში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატები გამოავლინა

(თბილისი, 5 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ 28 საარჩევნო ოლქში გამარჯვებულ მაჟორიტართა ვინაობა გამოავლინა. აქედან 8 ოლქში სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელია გამარჯვებული, 2 ყოფილი დეპუტატია.

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს თელავში და გორში. ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების”, “ლეიბორისტების” და “მრეწველების” კანდიდატებმა თითო-თითო გამარჯვება მოიპოვეს. 28 საარჩევნო ოლქის გამარჯვებული კანდიდატებიდან 7 დამოუკიდებელია.

ოფიციალური ინფორმაციით 5 საარჩევნო ოლქში  საბურთალოში, გლდანში, თიანეთში, საჩხერეში და ლანჩხუთში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

Back to top button