skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია: შევარდნაძე პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებისთვის

(თბილისი, 5 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარემ, “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებას მოუწოდა გონს მოეგოს და არ გააყალბოს არჩევნები.

“პრეზიდენტი და ხელისუფლება პასუხისმგებელია იმაზე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობა ასეთ მძიმე პირობებში ცხოვრობს. ჩვენ არ დავუშვებთ გაყალბებას და დავიცავთ ჩვენს ხმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ბრძოლა საკმაოდ სერიოზული გახდება. ჩვენ ვიბრძოლებთ ხალხის ბედნიერებისთვის”, – განაცხადა ბურჯანაძემ 5 ნოემბერს არმომრჩევლებთან შეხვედრაზე.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მოთხოვნა პრეზიდენტის გადაყენების თაობაზე კვლავ ძალაში რჩება.

“ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ მათი მუშაობა პარლამენტში ხელისუფლების შეცვლით და შევარდნაძის რეჟიმის დემონტაჟით დაიწყება.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ამომრჩევლებს მადლიერება გამოუხატეს და მოუწოდეს განაგრძონ ბრძოლა მათი ხმების გაყალბების წინააღმდეგ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გადაწყვიტეს წავიდნენ რეგიონებში და იქ განაგრძონ თავიანთი ბრძოლა. მათ ასევე მოუწოდეს ამომრჩევლებს საღამოს 7 საათზე შეიკრიბონ თბილისის მერიის წინ და საპროტესტო აქცია ჩაატარონ.

Back to top button