
ახალი ამბები
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე აცხადებს, ხელისუფლება მზად არის წესრიგი დაიცვას
(თბილისი, 4 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ანზორ ბალუაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის ქვეყანაში წესრიგი დაიცვას და არ დაუშვას დესტაბილიზაცია.
“ხელისუფლება დაიცავს კანონს და არ დაუშვებს დესტაბილიზაციას ქვეყანაში. ხელისუფლება არ გამოიყენებს ძალას, თუმცა კანონის ფარგლებში დაიცავს წესრიგს”, – განუცხადა ბალუაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციის საპროტესტო მიტინგის კომენტირებისას.