
ახალი ამბები
სახელმწიფო მინისტრი ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 4 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელიმწიფო მინისტრმა და სახელისუფლებო ბლოკის ლიდერმა ავთანდილ ჯორბენაძემ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. მან გამორიცხა არჩევნების შედეგების გაყალბება და გააფრთხილა ოპოზიცია, რომ ხელისუფლება არ დაუშვებდა დესტაბილიზაციას ქვეყანაში.
“ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნები გაცილებით სამართლიანად ჩატარდა, გაყალბების გარეშე. ადამიანის უდიდესი ვალდებულებაა შეინარჩუნოს სამშობლოში სტაბილურობა,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობისა და “ბურჯანაძე-დემოკრატების” მიერ 4 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციის კომენტარებისას.