ახალი ამბები

“ახალი მემარჯვენეები” გაერთიანებულ ოპოზიციას ჯერ არ უერთდებიან

(თბილისი, 4 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ახალი მემარჯვენები” “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის”, ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკარატების” და “ერთობის” ლიდერების ინიციატივას ხელისუფლების წინააღმდეგ ერთობლივი ქმედების დაწყებაში ჯერ არ უერთდებიან და აცხადებენ, რომ ისინი, პირველ რიგში, ეცდებიან საკუთარი ხმები საარჩევნო კაომისიაში დაიცვან.

“ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ არჩევნებში პირველობა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა, ასევე ჩვენზე მოწინავე ადგილი ბურჯანაძე-დემოკრატებს უკავიათ და მათ ვულოცავთ ამ გამარჯვებას. თუმცა, ვიცით, რომ ჩვენც გადალახული გვაქვს 7% ბარიერი”, – განაცხადა დღეს პრეკონფერენციაზე “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძერმ.

მისი თქმით, ისინი შეძლებენ პარლამენტში როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნების შედეგად 25-30 ადამიანის გაყვანას.

Back to top button