
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხელისუფლების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ გამოდიან
(თბილისი, 4 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერები მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე დღეს თბილისის საკრებულოში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ხელისუფლების და ცსკო-ს წინააღმდეგ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა საპარლამენტო არჩევნების ობიექტური შედეგების გამოქვეყნება. მოგვიანებით მათ შეუერთდათ მოლიტიკური მოძრაობა “ერთობის” ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი.
“დღეს ვაცხადებთ, რომ ვქმნით ერთიანი ფრონტს და ერთობლივი ძალებით შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის ხმების დაცვას. ეს იქნება სამართლებრივი, კანონით გათვალისწიენბული, დემოკრატიული ყველა მეთოდი, რითაც ხალხის ინტერესებს დავიცვათ” – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა.
“დღეს გავხდით იმის მოწმე, რომ ხელისუფლება ატყუებს საკუთარ მოსახლეობას, ჯერ კიდევ არჩევნების დრეს როცა საარჩევნო უბანთან მისულები სიებში არ აღმოჩნდნენ, ახლა კი როცა მათ არჩევენი გააკეთეს და სულ სხვა შედეგს აჩვენებენ. ჩვენ ამას არ დაუშვებთ და ვითანამშრომლებთ მათი ხმების დაცვას. ჩვენ ვიცით რომ არჩვენებში ოიოზიციამ გაიმარჯვა” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“მზად ვარ დავდგე იმ ძალების გვერდზე, რომლებიც არ დაუშვებენ ამ არჩევნების შედეგების გაყალბებას” – განაცხადა ჯუმბერ პატიაშვილმა.
“ვაფრთხილებთ ხელისუფლებას ახალ მაინც დაუსვას წერტილი არჩევნების გაყალბებას. ნუ მოიქცევიან ისე, რომ ხალხს აჩვენონ თითქოს ამ არჩევნებში მათ გაიმარჯვეს. ჩვენ მზად ვართ მოქმედებებისათვის” – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც ცალკე გამართა პრესკონფერენციაზე.
ოპოზიციური პარტიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ხელისუფლებას აფრთხილებს და 18 საათამდე აძლევს ვადას, რათა გამოაქვეყნონ არჩევნების ობიექტური შედეგები. დღესვე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აპირებენ ფილარმონიაში აპირებენ შეკრებას.
იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შედეგები არ შეიცვლება ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ისინი საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.