
ოპოზიციური ლიდერები ხმების დაცვის ერთობლივ ღონისძიებებს განიხილავენ
(თბილისი, 4 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს მოუწოდა, რომ შეხვდნენ 4 ნოემბერს და განიხილონ ხელისუფლების მხრიდან გაყალბებისგან მათი ხმების დაცვის ერთობლივი ღონისძიებები.
“მთავრობა და პრეზიდენტი ცდილობენ მოიპარონ ჩვენი ხმები. ჩვენ – ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების ხმები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბერს.
საარჩევნო უბნების 44%-დან მიღებული ხმების დათვლის შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკო) აცხადებს, რომ სახელისუფლებო ბლოკმა ხმების 24,3% მოიპოვა, ნაციონალურმა მოძრაობამ კი – 23,4%.
“სამართლიანი არჩევნების” მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში ლიდერობს ხმების 26,6%-ით; მას მოყვება ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” ხმების 18,9%-ით.