ახალი ამბები

ცსკო-ს წინასწარი მონაცემებით, სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობს

(თბილისი, 3 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცსკო-მ ხმები 2,870 საარჩევნო უბნიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ 430 უბანში დათვალა. ხმები ამ უბნებზე შემდეგნაირად განაწილდა: ბლოკი ახალი საქართველოსთვის – 27,6%; ნაციონალური მოძრაობა – 23%; ლეიბორისტული პარტია – 16,1%; ბურჯანაძე-დემოკრატები – 9,6%; ახალი მემარჯვენეები – 8,7%; მრეწველები – 5,9% და აღორძინება – 5%.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, სახელისუფლებო ბლოკმა წარმატებას ხმების მასიური გაყალბებით მიაღწია. Nაციონალური მოძრაობა ცსკო-ს პირველადი შედეგების მიმართ პროტესტს აცხადებს.

Back to top button