
ახალი ამბები
ცსკო-მ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო ინტერნეტში
(თბილისი, 3 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის ინტერნეტ-საიტზე დაიწყო 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება. წინასწარი მონაცემები შეტანილია საორგანიზაციო განყოფილების მიერ მიღებული ტელეფონოგრამის საფუძველზე (მონაცემები გადმოცემულია საჩივრებისა და განცხადებების გარეშე).
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთლიანად საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების რაოდენობა შეადგენდა 2870-ს.
ცსკო-ს საიტზე ინფორმაცია შედის ყოველ წუთს და მონაცემებიც, შესაბამისად ყოველ წუთს იცვლება.