ახალი ამბები

“ეგზით პოლის” წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ნაციონალები ლიდერობენ

(თბილისი, 3 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “გლობალური სტრატეგიის ჯგუფის” მიერ ჩატარებული “ეგზით პოლის” გამოკითხვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სისტემით (პარტიული სიები) პირველ ადგილზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” ხმების 20,8%-ით, მეორეზე – სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” – 12,9%-ით, მესამეზე ლეიბორისტული (შრომის) პარტია – 12,8%-ით, მეოთხეზე ბლოკი ბურჯანაძე -დემოკრატიები – 7,6%-ით, მეხუთეზე “დემოკრატიული აღორძინება” – 6,2%-ით, მეექვსეზე – “ახალი მემარჯვენეები” – 6%-ით, მეშვიდეზე – “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – 2,8%-ით.

“ეგზით პოლში” მონაწილეობაზე უარი ამომრჩეველთა 21,9%-მა განაცხადა, ამომრჩეველთა სიებში არ იყო ამომრჩეველთა 4,4%, ამომრჩეველთა 1,4%-ს არავისთვის მიუცია ხმა.

Back to top button