
შსს მინისტრი ოპოზიციის მხარდამჭერებისგან საარჩევნო უბნებზე თავდასხმის შესახებ განცხადებას აკეთებს
(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდამჭერების მხრიდან თბილისისა და ზოგიერთი რაიონის საარჩევნო უბნებზე შესაძლო შეჭრაზე საუბრობს.
“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ყველანაირ ძალას ვფლობთ იმისათვის, რომ სიტუაცია ვაკონტროლოთ. მოუწოდებთ მათ, რომ არ გადაგან ეს ნაბიჯი. ისეთ შემთხვევაში, როცა საარჩევნო უბანზე თავდასხმის საშიშროება არსებობს, ჩვენ ვიტოვებთ კანონით მინიჭებულ წესრიგის დაცვის უფლებას და არ დაუშვებთ, რომ არჩევნების შედეგები იყოს ეჭვის ქვეშ დაყენებული”, – განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე კობა ნარჩემაშვილმა.
მას არ დაუკონკრეტებია ის ოპოზიციური პარტიები, რომელთა მხრიდან თითქოს მზადდება უბნებზე თავდასხმა. მან ასევე ისაუბრა არჩევნების დროს დაფიქისრებულ დარღვევებზეც.