
ზურაბ ჟვანია ცსკო-სგან ხმის მიცემის პროცედურის დროს ერთი საათით გახანგრძლივებას მოითხოვს
(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის დრო ერთი საათით გაახანგრძლივოს და უბნები 20 საათის ნაცვლად 21 საათზე დაიხუროს, რათა ამომრჩეველს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცეს.
“ათასობით ადამიანი ახლაც დგას საარჩევნო უბნებთან ხმის მისაცემად. ცსკო ვალდებულია ამომრჩეველს მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და დაიცვას მათი ხმები. ასევე მოვითხოვთ გამარტივდეს სიებში არმოხვედრილი ამომრჩევლისთვის თავის აღდგენის პროცედურა, რათა მათ არ მოუწიოთ უბნიდან ოლქებში სიარული”, – განაცხადა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე ზურაბ ჟვანიამ.
მისი თქმით, დარჩენილი დრო მნიშვნელოვანია არჩევნების საბოლოო შედეგების დასაფიქსირებლად და თითოეული ამომრჩევლის ხმა გადამწყვეტი შეიძლება იყოს ქვეყნის მომავლისათვის.