ახალი ამბები

აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე არჩევნების შეფასებისგან თავს იკავებს

(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე მხარს უჭერს პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას. თავად არჩევნების შესახებ წინასწარ განცხადებას არ აკეთებს და აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების შესახებ ხმების დათვლის შემდეგ გააკეთებს განცხადებას.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ აჭარაში, შესაძლოა, ჩატარდეს რეფერენდუმი, სადაც გაირკვევა, თუ რა მოსაზრების არის აჭარის მოსახლეობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.

აჭარაში ამჟამად არჩევნების პროცედურას უბნებზე 17 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და 350 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. ასევე შექმნილია ადგილობრივ დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელთა წარმომადგენლები ყველა საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან.

Back to top button