
ახალი ამბები
რუსთავს სპეცრაზმი და პოლიცია იცავს
(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქალაქ რუსთავის ცენტრში ამჟამად მობილიზებულია სპეცრაზმი, რომლებიც ქალაქში სიტუაციას არეგულირებს. თავად საარჩევნო უბნებზე წესრიგს ადგილობრივი პოლიცია იცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 1 ნოემბერს გაავრცელა განცხადება ქალაქ რუსთავში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ვითარების გართულების შესახებ, რომლის წარმომადგენლებიც, შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოების ფორმებში იქნებოდნენ.
ქალაქ რუსთავში დილიდანვე საარჩევნო უბნებზე დაძაბულობა შეიმჩნეოდა. რუსთავის #46-ე უბანზე თავმჯდომარეს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს, ხოლო მე-9 უბანზე კი საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს.