
ახალი ამბები
ქუთაისში საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს
(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქუთაისის საარჩევნო უბნებში ვითარება დარეგულირდა და უმეტესს საარჩევნო უბნში არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნანა დევდარიანმა განაცხადა.
2 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებია მსვლელობისას, დღის განმავლობაში ქუთაისიდან სხვადასხვა ინფორმაცია მოდიოდა. პირველად 102 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 29 იყო გახსნილი. უმეტეს უბნებში არ იყო გადაგზავნილი ამომრჩეველთა სიები და ბიულეტენები.