
დამკვირვებლები პოლიციელთა მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის ფაქტს აფიქსირებენ
(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლებიც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგს ახორციელებენ, აცხადებენ, რომ პოლიციელები რამდენჯერმე აძლევენ ხმას სხვადასხვა საარჩევნო უბნებში.
“ძალოვანი სტრუქტურები აქტიურად არიან ჩართული ე.წ. “კარუსელების” ჩატარებაში [როცა ერთ პიროვნებას რამდენჯერმე შეუძლია ხმის მიცემა სხვადასხვა უბანზე] “, – განაცხადა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა.
მას ასევე აღნიშნა, რომ დამკვირვებელთა ინფორმაციით, პოლიციელები მარკირებას არ გადიან. უნდა აღიშნიშნოს, რომ ერთი და იგივე პიროვნების მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის თავიდან აცილების მიზნით, თითოეული ამომრჩეველი მარკირებას გადის.
შინაგანი ჯარის წარმომადგენლები ასევე არ იყვნენ მარკირებული თბილისში. ეს კარგ შესაძლებლობას იძლევა “კარუსელის” ჩატარებისთვის.