ახალი ამბები

ცსკო-ს თავჯდომარის განცხადებით, უბნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობა ძალიან დიდია

<ი>(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარის ნანა დევდარიანის განცხადებით, 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა ძალიან დიდია. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგები დგას.

მისი თქმით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობის პირველი ოფიციალური მონაცემები დღის 1 საათისთვის იქნება ცნობილი.

ნანა დევდარიანის განცხადებით, სწორი ორგანიზების სისუსტე ხმის მიცემის პროცესს აფერხებს.

Back to top button