
ცსკო-ს თავმჯდომარე საარჩევნო კომისიების წევრებს საარჩევნო პროცედურების დაცვისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი საარჩევნო უბნების კომისიის წარმომადგენლებს მოუწოდებს უბნებზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს პრობლემას ნუ შეუქმნიან იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები მეორე – ხელნაწერ სიებში არ ღმოჩნდებიან.
“კომისიის წარმომადგენლებს შეუძლიათ გადაამოწმონ და თუ ამომრჩეველი პირველ სიაშია დაფიქსირებული, მისი მონაცემები ხელით მიაწერონ ხელნაწერ სიას, რათა ამომრჩეველს შეეძლოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.
მისი თქმით, ეს არ იქნება დარღვევა, ეს იქნება შეცდომის გამოსწორება. რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოების წარმომადგენლების უბნებზე ყოფნას, ნანა დევდარიანის თქმით, ისინი მხოლოდ უბნის მიმდებარე ტერიტორიას უნდა იცავდნენ და უბნებში მხოლოდ კომისიის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში შევიდნენ.