ახალი ამბები

ლეიბორისტული პარტია ხობში არჩევნების გადადებას მოითხოვს

(თბილისი, 1 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს ხობში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გადადება მოითხოვა.

პარტიის განცხადებით, ხობის რაიონის ამომრჩეველთა სიებში დიდი რაოდენობით უზუსტობებია.

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატებმა 31 ოქტომბერს ასევე მოითხოვეს არჩევნების გადადება რუსთავის ამომრჩეველთა სიების უზუსტობის გამო. თუმცა, პრეზიდენტმა შევარდნაძემ უარი განაცხადა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და აღნიშნა, რომ “არჩევნები 2 ნოემბერს უნდა ჩატარდეს”.

მსგავსი/Related

Back to top button