
ახალი ამბები
შევარდნაძემ ჯორჯ ბუშის წერილი მიიღო
(თბილისი, 1 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე პრეზიდენტმა შევარდნაძემ აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილი მიიღო.
ამერიკის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში თავისუფალი, გამჭირვალე და სამართლიანი იქნება.
ჯორჯ ბუშს სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიჯერის მიერ გადაცემულ ამეერიკული ადმინისტრაციის რეკომენდაციებს და არჩევნები ძალადობის გარეშე ჩაივლის.