
ახალი ამბები
სახელისუფლებო ბლოკის დეპუტატობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძეს უჩივის
(თბილისი, 1 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” წარმომადგენელმა დოდო შელიამ, რომელიც ქუთაისში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს, თავისი მეტოქის, ოპოზიციურ ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერის ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ, ქუთაისის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
დოდო შელიას განცხადებით, ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო კამპანიის წარმოებისას თავის უფლებამოსილებებს გადააჭარბა. სარჩელში ნათქვამია, რომ ბურჯანაძემ კამპანიის დროს სახელმწიფო მანქანა გამოიყენა.
“ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერის ზურაბ ჟვანიას თქმით, სახელისუფლებო ბლოკი მიზნად ისახავას, რომ ნინო ბურჯანაძემ მოხსნას თავისი კანდიდატურა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობიდან. თუმცა, როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ბურჯანაძის მომხრეები ამას არ დაუშვებენ.