
ახალი ამბები
ედუარდ შევარდნაძე ილჰამ ალიევს პრეზიდენტობას პირადად მიულოცავს
(თბილისი, 31 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შედვარდნაძე დღეს ბაქოში გაემგზავრება და აზერბაიჯანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინაუგურაციას დაესწრება.
“ეს იქნება სიმბოლური ნაბიჯი ჩემი მხრიდან. მე ვულოცავ ამ გამარჯვებას ილჰამ ალიევს და ვიმედოვნებ, რომ მასთან ისეთივე ძმური და მეგობრული დამოკიდებულება მექნება, როგორც მის მამასთან ჰეიდარ ალიევთან. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ საქართველო მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს აზერბაიჯანთან” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 30 ოქტომბერს.
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 15 ოქტომბერს ჩატარდა, სადაც გამარჯვება ყოფილი პრეწზიდენტის ჰეიდარ ალიევის შვილმა ილჰამ ალიევმა მოიპოვა.