ახალი ამბები

დავით სალარიძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა

(თბილისი, 30 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკის წევრმა დავით სალარიძემ დღეს განაცხადა, რომ იგი 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

დავით სალარიძის პერსონის ირგვლივ წინააღმდეგობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სახელისუფლებო ბლოკის წევრის ლევან ჩრდილელის სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა.

“ჩემთვის მთავარი არ არის პარლამენტში ყოფნა. მთავარია ღირსება. ის, რომ არჩევნებში ბლოკის სახელით აღარ მივიღებ მონაწილეობას არ ნიშნავს, რომ “ბურჯანაძე-დემოკრატებს” მხარს არ დავუჭერ. მე ყოველთვის ვიქნები ამ ბლოკის გვერდით,” – განაცხადა დავით სალარიძემ 30 ოქტომბერს გამართულ ბლოკის შეხვედრაზე თბილისის ამომრჩევლებთან.

“ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერებმა სალარიძის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.

Back to top button