
ახალი ამბები
ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატს ავტომანქანა აუფეთქეს
(თბილისი, 30 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაძალადევის რაიონში “ახალი მემარჯვენეებიდან” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზვიად ჩოხელზე 29 ოქტომბერს დაუდგენელმა პირებმა თავდასხმა მოაწყეს. პირველად ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა, შემდეგ კი დეპუტატს კუთვნილი ავტომანქანა აუფეთქეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ. თავად ზვიად ჩოხელი ვერ აკონკრეტებს, თუ ვის მიერ შეიძლება ყოფილიყო ინიციირებული მასზე თავდასხმა.