ახალი ამბები

შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში საქართველოსთვის გაზის მოწოდების შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება

(თბილისი, 30 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის კომპანიის ხელმძღვანელები საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან ერთად დღეს ხელს მოაწერენ ხელშეკრულებებს ბუნებრივი გაზის საქართველოსთვის მოწოდების შესახებ.

ხელშეკრულებების მიხედვით, ინვესტორები გარანტიას იძლევიან საქართველოს ბუნებრივი გაზის შეუფერხებლად და გარანტირებულად მიწოდების თაობაზე. გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საქართველო სატრანზიტო გადასახადის სახით უფასოდ მიიღებს აზერბაიჯანიდან თურქეთიში საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის მოცულობის 5%.

გარდა ამისა, საქართველო სპეციალურ ფასში – 55 დოლარი ყოველი ათასი კუბური მეტრი გაზისათვის, შეიძენს დამატებითი მოცულობის გაზს პროექტის ამოქმედებიდან 20 წლის განმავლობაში. (ამჟამად საქართველო რუსეთიდან მოწოდებულ ბუნებრივ აირში 60 დოლარს იხდის).

Back to top button