ახალი ამბები

ეუთო სომხეთისა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს საარჩევნო ურნების განაწილებაში დაეხმარება

(თბილისი, 30 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სომხეთისა და საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა (ცსკო) 28 ოქტომბერს ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც სომხეთის ცსკო საქართველოს არჩევნებისთვის 1000 გამჭირვალე საარჩევნო ურნას ათხოვებს.

ერევანში ეუთო-ს ოფისისა და საქართველოში ეუთოს მისიის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოხდა შესაძლებელი ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება.

“ეს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური თანამშრომლობის კარგი მაგალითია დემოკრატიული არჩევნების ხელშეწყობის მიზნით”, – განაცხადა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა.

საქართველოში ეუთოს მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების თანახმად, არჩევნების ჩატარების შემდეგ საარჩევნო ურნები სომხეთში დაბრუნდება.

Back to top button