
ახალი ამბები
შევარდნაძის განცხადებით, ოპოზიციამ შესაძლოა ახალ პარლამენტში უმრავლესობა შეადგინოს
(თბილისი, 30 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 29 ოქტომბერს სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შესაძლოა ადგილების უმრავლესობა მოიპოვონ ახალ პარლამენტში.
“რა თქმა უნდა ეს [ოპოზიციის უმრავლესობა პარლამეტში] არ იქნება ხელსაყრელი. ამიტომ, მე მოვუწოდებ ამომრჩევლებს ბრძნული გადაწყვეტილება მიიღონ 2 ნოემბერს”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციაში ისეთი პარტიებიც არიან, ვისთანაც მას შეუძლია თანამშრომლობა.