
აშშ-ის ელჩი პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს აგრძელებს
(თბილისი, 29 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი დღეს ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერს ზურაბ ჟვანიას შეხვდა. რიჩარდ მაილსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საპარლამენტო არჩევნების სამართლიანიდ ჩატარების მნიშვნელობა.
რაც შეეხება ე.წ. “ეგზით პოლების” გავრცელებას, რიჩარდ მაილსის განცხადებით, მსგავსი მეთოდი დემოკრატიული ქვეყნისთვის მისაღებია და ეფექტურია მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.
“წინასწარი გამოკითხვების შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება არჩევნების მსვლელობისას მიზანშეწონილი არ არის, რათა გავკლენა არ იქონიოს ამომრჩევლებზე, რომლებსაც ჯერ ხმა არ მიუციათ”, – განაცხადა მაილსმა.
აშშ-ის ელჩი არჩევნების წინ უკვე შეხვდა “ლეიბორისტულ (შრომის) პარტიის” “ახალი მემარჯვენეების” და სახელისუფლებო ბლოკის ლიდერებს.