ახალი ამბები

ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა მოხდა

(თბილისი, 29 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ზუგდიდში დაუდგენელი პირების შეეცადნენ თავს დასხმოდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს მიხეილ სააკაშვილს, როცა იგი ქალაქში თავისი წინასაარჩევნო კამპანიას მართავდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის დაცვამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ თავდამსხმელებს გზა გადაუღობა.

თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანაში მსხდარი პირები შეიარაღებული იყვნენ, მაგრამ მათ იარაღის გამოყენების საშუალება მოსახლეობამ არ მისცა. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ინციდენტის ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ, რის გამოც ვერ მოხერხდა თავდამსხმელთა დაკავება.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის ადგილობრივი ტელეკომპანია “ოდიშის” ოფისში იმყოფება.

Back to top button