
ახალი ამბები
სამართალდამცავი ორგანოები არჩევნების წინ მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადიან
(თბილისი, 29 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართალდამცავი ორგანოები 30 ოქტომბრიდან მუშაობის გაძლირებულ რეჟიმზე გადადიან. ამ მიზნით დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საგანგებო თათბირი მოეწყო.
უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, სამართალდამცავ და სხვა შესაბამის ორგანოებს არჩევნების დღეს ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტების განსაკუთრებული დაცვა დაევალა.
გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის განცხადებით, პოლიცია ყაზარმულ რეჟიმზე არა, მაგრამ განსაკუთრებულ 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავა და ყველა რაიონში დაიცავს წესრიგს.