ახალი ამბები

“ეგზით პოლის” საშუალებით ამომრჩეველს არჩევნების გაუყალბებელი შედეგების გაგება შეეძლება

(თბილისი, 29 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკული კვლევითი კომპანია “გლობალ სტრეტეჯი გრუპი” ქართველ სოციოლოგებთან ერთად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ე.წ. “ეგზით პოლების” ჩატარებას აპირებს. ამ მეთოდით 2 ნოემბერს საარჩევნო ყუთების დახურვის შემდეგ საქართველოს მოსახლეობას საშუალება მიეცემა, არჩევნების გაუყალბებელი შედეგები გაიგოს.

“ეგზით პოლი” სოციოლოგიური კვლევის საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს. ეს მეთოდი არჩევნების დღეს იმ ამომრჩეველთა ანონიმურ გამოკითხვას ითვალისწინებს, რომელთაც საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. გამოკითხვის შედეგები სრულად და ერთდროულად იქნება ხელმისაწვდომი მასობრივი ინფორმაციის საშვალებებისთვის.

პროექტი ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”, ევრაზიის ფონდის, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ის და ბრიტანეთის საბჭოს ფინანსური ხელშეწყობით.  საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მთლიანობაში, 500 საარჩევნო უბანზე 23 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხება.

მსგავსი/Related

Back to top button