ახალი ამბები

დსთ-ის აღმასრულებელი მდივანი არჩევნების მსვლელობას გააკონტროლებს

(თბილისი, 28 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დსთ-ის აღმასრულებელი მდივანი იური იაროვი დღეს თბილისში ჩამოვიდა. იგი უხელმძღვანელებს დსთ-ის დამკვირვებელთა ჯგუფს, რომელიც გასულ კვირას შეიქმნა საქართველოში 2 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით.

“ქვეყანაში ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. იმედია, არჩევნები გამჭირვალე და დემოკრატიული იქნება”, – განაცხადა იური იაროვმა 28 ოქტომბერს თბილისში ჩამოსვლისას.

Back to top button