
ახალი ამბები
ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო სიების გარეთ დარჩენილ ამომრჩევენთა უფლებებს იცავს
(თბილისი, 28 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში იმ 1000 ამომრჩევლის სახელით სარჩელი შეიტანა, რომლებიც საარჩევნო სიებში დაფიქსირებულნი არ არიან.
“რელურად მცხოვრებ ადმიანების ნაცვლად საარჩევნო სიებში შეყვანილია ან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ან “მკვდარი სულები”, რაც ამ ამორმჩევლების უკმაყოფილებას იწვევს, ჩვენ ვეცდებით მათ დახმარებას და სიებში განთავსებას”, – განაცხადა დღეს პეტრე ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა მზად არის თბილისის ყველა რაიონში დაიცვას ამომრჩეველთა ინტერესები და სასამართლოს დახმარებით მოხდეს მათი საარჩევნო სიებში შეყვანა.