ახალი ამბები

რუსული არასამთავრობოები საქართველოს ფედერალიზაციაზე “ზრუნავენ”

(თბილისი, 28 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი რუსეთის არასამთავრობო და ანალიტიკურ ცენტრ “ეროვნული სტრატეგიის განვითარების საბჭოს” მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც საქართველოს ფედერალიზაციის სამომავლო ასპექტებს ეხება, განიხილავს როგორც მორიგ არაოფიციალურ ნაშრომს, რომელიც არ გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მთავრობის პოზიციას.

“ამდენად, გამოვრიცხავთ რაიმე სახის ოფიციალურ რეაგირებას აღნიშნულ ორგანიზაციათა მიერ მსგავსი სახის ნაშრომებში ასახული დამოკიდებულებების თვალსაზრისით”, – ნათქვამია უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის “ეროვნული სტრატეგიის განვითარების საბჭომ” აღნიშნული განცხადება გასულ კვირას შეადგინა და საქართველოს ფედერალურ მოწყობას ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი განსახილველად წარდგენილია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

Back to top button