ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები აჭარაში არსებულ წინასაარჩევნო სიტუაციას აკრიტიკებენ

(თბილისი, 28 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 27 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული წინასაარჩევნო სიტუაციის გამო პროტესტი გამოთქვეს.

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ წარუდგინა სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ამგვარად, არავის ჰქონია შესაძლებობა სიები გადაემოწმებინა, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს რეგიონში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიმართ”, – განაცხადა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა 27 ოქტომბერს არჩევნების მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.

თინა ხიდაშელმა შეშფოთება გამოთქვა ცენტრალური ხელისუფლებისა და ცსკო-ს პასიური დამოკიდებულების გამო ავტონომიური რესპუბლიკის მიერ უარის თქმასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა სიების წარმოდგენის თაობაზე. 

არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებმა ასევე დაგმეს ძალადობა ოპოზიციური პარტიების მიმართ აჭარაში. მათ გააპროტესტეს 23 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის პარტიის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციის დაშლა ბათუმში ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ.

Back to top button