
ახალი ამბები
ოპოზიციის დეპუტატობის კანდიდატის სახლში აფეთქება მოხდა
(თბილისი, 27 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დღეს დილით ნაციონალური მოძრაობიდან ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით მუმლაძის სახლის ეზოში აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. დავით მუმლაძე ინციდენტში ხელისუფლებას ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ხელისუფლებას სურს აფეთქებით “ოპოზიცია დააშინოს”.