ახალი ამბები

დეპუტატობის კანდიდატი აჭარაში სასტიკად სცემეს

(თბილისი, 24 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ბლოკის წევრი დავით ბერძენიშვილი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ ბათუმში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს, დღეს მდინარე ჩოლოქთან აჭარის საზღვარზე სასტიკად სცემეს.

დამოუკიდებელმა კომპანია “რუსთავი 2”-მა გააშუქა, თუ როგორ გააჩერეს უცნობმა პირებმა დავით ბერძენიშვილის მანქანა, აიძულეს იგი მანქანიდან გადმოსულიყო და ცემა დაუწყეს.

ბერძენიშვილმა მომხდარ ინციდენტში აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა.

23 ოქტომბერს აჭარის ხელისუფლებამ ბათუმში ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია დაარბია, რამაც პოლიციასა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის შეტაკება გამოიწვია. იმავე დღეს დარბუული იქნა ნაციონალების საარჩევნო შტაბი ბათუმში.

Back to top button