skip to content
ახალი ამბები

გაერო აფხაზეთში სამოქალაქო პოლიციის ოფიცრებს აგზავნის

ცუახლოეს მომავალში აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გაეროს ეგიდით ჩავა სამოქალაქო პოლიციის 20 ოფიცერი.

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ცნობით, სამოქალაქო პოლიციის ოფიცრები მჭიდროდ ითანამშრომლობენ ქართულ და აფხაზურ მხარეებთან ნდობის აღდგენისა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საქმეში, ასევე მართვისა და ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში.

ბოსნია-ჰერცეგოვინასა და კოსოვოში 12 ოქტომბერს დაწყებული ერთკვირიანი ვიზიტის დროს, რომელიც გაეროს დამკვირვებელთა მისიის ორგანიზებით განხორციელდა, საქართველოსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დელეგაციები პოსტ-კონფლიქტურ ზონებში არსებულ სამშვიდობო პროცესებს გაეცნენ.

ბალკანეთზე გამართულ შეხვედრებზე განხილვის მთავარ თემას უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა, მათ შორის საერთაშორისო სამოქალაქო პოლიციის მიერ აღმოჩენილი დახმარება ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button