
ახალი ამბები
დაპირისპირება “ნაციონალებსა” და აჭარელ სამართალდამცავებს შორის
(თბილისი, 23 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც ქალაქ ბათუმში დღეს საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით ჩავიდნენ, ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოების თანამშრომლებმა ჩოლოქის გამშვებ პუნქტზე ავტოტრასპორტით არ გაუშვეს, რის გამოც აქციის მონაწილეებმა სვლა ფეხით განაგრძეს.
ბათუმში ჩასულებს უზენაეს საბჭოს შენობასთან გზა გადაუკეტეს შინაგანი ჯარის ნაწილებმა და პოლიციამ, სადაც მოხდა შეტაკება. დაშავებულია რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი კობა დავითაშვილი. აქციაში მონაწილეობას მოძრაობის 300-მდე ადამიანი იღებს.