
ახალი ამბები
სტუდენტები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამოდიან
(თბილისი, 21 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 200-მდე სტუდენტმა დღეს ზუგდიდში საპროტესტო აქცია მოაწყო. ისინი ახალგაზრდობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ, რათა თავიდან აიცილონ ხელისუფლების მიერ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მცდელობა.
“ეს გამაფრთხილებელი აქციაა. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები არ მოგვარდება, ჩვენი აქცია უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.