
“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი სახელისუფლებო ბლოკს საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს
(თბილისი, 21 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარტია “ახალი მემარჯვენეები” სახელისუფლებო ბლოკს ამომრჩეველთა მოსყიდვასა და საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს. “ახალი მემეარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ მოსახელობას დახმარებას ჰპირდებიან.
“ბლოკის აქტივისტები კარდაკარ სიარულის დროს მოსახლეობას უხსნიან, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამა სამთავრობო პროექტია და დახმარება-შეღავათები, რაც აქამდე განხორციელებულა, ამ ხელისუფლების ძალისხმევით მოხდა. შესაბამისად, მათთვის ახალი დახმარებების მიღება მხოლოდ სახელისუფლებო ბლოკის არჩევნებში წარმატებაზეა დამოკიდებული. ეს არარეალობაა და ხალხის მოსყიდვის მცდელობაა”, – განაცხადა 20 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერნციაზე დავით გამყრელიძემ.
მისი თქმით, ასევე საარჩვენო კოდექსის დარღვეაა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ადმინისტრაციების საკონსულოების და საელჩოების წარმომადგენლებით დაკომპლექტება, რადგან სახაზინო სამსახურში მყოფ პირებს კომისიებში ყოფნის უფლება არ აქვთ. დავით გამყრელიძის თქმით, ამ საშუალებით სახელისუფლებო ბლოკი 126 ათასი ამომრჩევლის ხმას მიიღებს.
დავით გამყრელიძე ამ საკითხის გამოსწორებას ცენრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისგან მოითხოვს.