
ეუთო ამომრჩეველთა მარკირების მოწყობილობას ცსკო-ს გადასცემს
(თბილისი, 21 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში ეუთოს მისია 2 ნოემბრისთვის საპარლამენტო არჩევნების მომზადების მიზნით ამომრჩეველთა მარკირების მოწყობილობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცსკო) გადასცემს.
საქართველოში ეუთოს მისიამ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ეუთო გადასცემს 4,200 კგ-ის ოდენობის მარკირების მასალას ცსკო-ს.
მასალის მთლიანი ღირებულება 148 000 ევროს შეადგენს და აშშ-ის და გერმანიის მთავრობების მიერ არის გამოყოფილი საჩუქრის სახით.
ამომრჩეველთა მარკირების მოწყობილობა შეიცავს უხილავ მელანს და მარკირებისთვის საჭირო სხვა ნივთებს. ეუთო-ს სხვა წევრ ქვეყნებში ეს ტექნოლოგია ფართოდ გამოიყენება. იგი გამოყენებულ იქნა ბელგიაში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, მაკედონიაში, სადაც იგი ხმის მრავალჯერადი მიცემის თავიდან აცილების მიზნით უსაფრთხო საშუალებად იქცა.
“საქართველოში ეუთო-ს მისია იმედოვნებს, რომ ამგვარი საჩუქარი საქართველოს დაეხმარება საარჩევნო სისტემის გაძლიერებაში და გაზრდის ამომრჩეველთა და პოლიტიკური პარტიების ნდობას არჩევნების შედეგებში”, – ნათქვამია საქართველოში ეუთო-ს მისიის განცხადებაში.