
ახალი ამბები
ეუთო-ს თავჯდომარე თბილისში ვიზიტისას არჩევნების საკითხს განიხილავს
(თბილისი, 21 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთო-ს თავჯდომარე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი იააფ დე ჰუფ შეფერი დღეს ერევნიდან თბილისში ჩამოდის.
საქართველოში ეუთო-ს მისიის ცნობით, ვიზიტის დროს მხარეები 2 ნოემბრისთვის საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების საკითხს განიხილავენ.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტის დროს იააფ დე ჰუფ შეფერი ასევე განიხილავს ეუთო-ს საქმიანობას რეგიონში, ტერორიზმთან ბრძოლის პრიორიტეტებს და ადამიანთა ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ზომებს.
22 ოქტომბერს ეუთო-ს თავჯდომარე ბაქოში გაემგზავრება. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში იგი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან.