
ახალი ამბები
შევარდნაძე უარყოფს საქართველოში გელაევის ყოფნის ფაქტს
(თბილისი, 20 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩეჩენი საველე მეთაური რუსლან გელაევი საქართველოში იმყოფება.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსლან გელაევმა რუსთავში იყიდა ბინა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
საქართველოს უშიშროების სამინისტროს ინფორმაციით, ჩეჩენი მეომრების შეიარაღებული ჯგუფი რუსლან გელაევის მეთაურობით 2002 წლის ზაფხულამდე პანკისის ხეობას აფარებდა თავს.
შევარდნაძემ 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეომრები აღარ იმყოფებიან.