ახალი ამბები

ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული კოსოვოში გაემგზავრა

(თბილისი, 20 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქართველ მშვიდობისმყოფელთა ახალი ასეული დღეს ვაზიანის აეროდრომიდან კოსოვოში გაემგზავრა, სადაც იგი კოსოვოში განლაგებულ ქართულ შენაერთს შეუერთდება.

გერმანიაში ორკვირიანი წინასწარი მომზადების შემდეგ ქართული ასეული კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას.

“იმედი მაქვს ამ ასეულის მუშაობაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინა ასეულის”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ 20 ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე.

Back to top button