ახალი ამბები

შევარდნაძე ბურჯანაძეს მუშაობას უწუნებს

(თბილისი, 20 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციურ ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს აკრიტიკებს და მუშაობას უწუნებს.

“ყოველთვის, როცა ნინო ბურჯანაძეზე ვსაუბრობ მახსოვს, რომ ქალბატონია, თორემ გაცილებით მკაცრი ვიქნებოდი მის მიმართ. მუშაობას ვუწუნებ სამართლიანად, რადგან პარლამენტმა საშემოდგომო სესიის დახურვაც კი ვერ შეძლო, დარჩა ბევრი ქვეყნისთვის საჭირო კანონპროექტი განუხილავი. პარლამენტის მუშაობა კი მთლიანაიდ თავმჯდომარეზეა დამოკიდებული, ის კი პარტიულ ინტერესებს იცავს”, – განახცადა დღევანდელ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.

იგი არ გამორიცხავს, რომ იქნება კონტრგანცხადებები და ახსენებს ნინო ბურჯანაძეს, რომ პოლიტიკა მეცნიერებაა, რთული საქმეა და მამაკაცების საკეთებლია.

“მამაშვილურად ვურჩევ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ განცხადებები არ უნდა გააკეთოს. პოლიტიკა რთული საქმეა და ერთ-ერთი საქმეთაგანია კაცთაგან საკეთებლი”, – აცხადებს შევარდნაძე.

მისი თქმით, ამ განცხადებების მიუხედავად, პრეზიდენტი ქვეყნის მეორე პირს არ უპირისპირდება. ამას პრეზიდენტი დემოკრატიული პრინციპებით ხსნის და საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. იგი ამომრჩევლებს მოუწოდებს საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულ, მცოდნე ადამიანებს დაუჭირონ მხარი.

Back to top button