ახალი ამბები

ამომრჩეველთა სიების უზუსტობაში შევარდნაძე ცსკო-ს ძველ შემადგენლობას და ოპოზიციას ადანაშაულებს

(თბილისი, 20 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ამომრჩეველთა სიების უზუსტობაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ძველ შემადგენლობას და იმ პოლიტიკურ ძალებს ადანაშაულებს, რომლებსაც აწყობთ არაზუსტი სიები, არჩვენების შემდგომ პროვოკაციისთვის.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის დროზე სწორი სიები შეადგინა, შემდგომ კი კომისაიას გადაეცა, ვისი ბრალია და ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა? ეს დავალებად უნდა მიიღონ სამართალდამცავმა ორგანოებმა. საინტერესოა, ვის აძლევს ხელს ახლა ამ საკითხის წამოწევა, თან სიების შემოწმების ვადებიც გადაიწია. როგორც ჩანს, ზოგიერთ ძალას სურს ეს საკითხი არჩევნების შემდეგ პროვოკაციად და დესტაბილიზაციის მცდელობად გამოიყენოს, თუმცა ვაცხადებს, რომ ეს არ მოხდება”, – განაცხადა თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.

მისი თქმით, არჩევნები წესრიგის მკაცრი დაცვით ჩატარდება და ამომრჩევლებს მოუწოდებს, სიების დაზუსტების მიზნით, თავად გამოიჩინონ აქტიურობა და დაიცვან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.

მსგავსი/Related

Back to top button