ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი სსფ-ს გადაწყვეტილებით კმაყოფილია

(თბილისი, 20 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კმაყოფილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, საქართველოში განახლდება სხვადასხვა პროგრამების განხორციელება.

“ჩემთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და სასიხარულო იყო. ეს იძლევა იმის შანსს, რომ საქართველო კვლავ მიიღებს დახმარებებს და გაგვეხსნება გზა პარიზის კლუბისკენ. ჩვენ შეგვეძლება ვისაუბროთ ასევე ვალების რესტრუქტურიზაცია”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო 17 ოქტომბერს ჩატარდა, სადაც განიხილეს საქართველოს ეკომომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელების შედეგები. სხდომაზე გადაწყდა, რომ სსფ საქართველოში მუშაობას განაახლებს.

Back to top button