ახალი ამბები

შს მინისტრი ამომრჩეველთა სიებში არსებულ უზუსტობებში ძველ ცსკო-ს და ოპოზიციას ადანაშაულებს

(თბილისი, 18 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ამომრჩეველთა სიებში არსებულ უზუსტობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძველ შემადგენლობას და ოპოზიციურ პარტიებს ადანაშაულებს. დღეს ამის შესახებ მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ნანა დევდარიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ამომრჩეველთა არაზუსტი სიები ძველი ცსკო-ს მიერ შეიძლება იყოს შედგენილი. ამომრჩეველთა არაზუსტი სიების შედგენა ოპოზიციური პარტიების ინტერესებში შედის”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ნანა დევდარიანისა და კობა ნარჩემაშვილის დღევანდელი შეხვედრა ამომრჩეველთა სიებში არსებულ უზუსტობებს დაეთმო.

მსგავსი/Related

Back to top button