ახალი ამბები

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

(თბილისი, 18 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 17 ოქტომბერს ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

პარტიამ 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში ხმების 25% მოიპოვა. ადგილობრივი არჩევნების დროს ლეიბორისტული პარტიის ლოზუნგი იყო “შევარდნაძის რეჟიმის გაუქმება”.

ლეიბორისტული პარტია, ძირითადად, სოციალურ მოთხოვნებს აყენებს, მათ შორის, უფასო ჯანდაცვა, განათლება და სოციალური სამსახურები.     

ედუარდ შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადა 2005 წელს იწურება. მან 15 ოქტომბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს მესამედ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.

Back to top button